|
2023-06-16 12:05:45, 828 ნახვა
საზოგადოება
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი მეორე საკონსულტაციო შეხვედრაზე განიხილეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პროექტს სამინისტრო შვედეთის სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლიდან ახორციელებს. კონცეფციის დოკუმენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომზადდა. დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდგომ, დაინტერესებულმა მხარეებმა წერილობით წარმოადგინეს მოსაზრებები და კომენტარები, რომელთა განხილვას მეორე საკონსულტაციო შეხვედრა დაეთმო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, აღნიშნული კონცეფცია იქნება საქართველოში დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების პოლიტიკის მთავარი დოკუმენტი. პროექტის ,,გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მთავარი მიზნები ბიომრავალფეროვნების დაცვა, შენარჩუნება, აღდგენა და სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)