|
2023-06-15 13:59:22, 704 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 36 წლის გირჩელი წვიმიტიძის აქციას თსუ-ში დაარქვეს სტუდენტების აქცია - ეს ყველაფერი პარტიულად დაორგანიზებულია
რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია და აღმოჩნდა, რომ ეს აღშფოთებული სტუდენტი იყო 36 წლის ერთ-ერთი „ნაცმოძრაობის“ განშტოების აქტივისტი წვიმიტიძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გამართულ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და სამარცხვინოა, როდესაც არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს. „36 წლის გირჩელის აქციას თსუ-ში დაარქვეს აღშფოთებული სტუდენტების აქცია, ეს ერთი. გუშინ აქ აქციას დაარქვეს შშმ პირების აქცია - სამარცხვინო. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი იყო, რომელმაც ეს გააკეთა. რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი, ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, იქ წასულა და იქაც აქტიურობს. რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების, შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს, ესაა სამარცხვინო. კეზერაშვილის ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული შავი ფულით ფინანსდება ასეთი მარტივი აქციები, ხან 3 კაციანი, ხან 2, ხან 7 და ხან შეიძლება 20 კაციანი, მაგრამ ეს ყველაფერი არის პარტიული კოორდინაცია. ამას ვერავინ დაარქმევს ვერც სტუდენტების, ვერც შშმ პირების და ვერც ემიგრანტების აქციას იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფულით ორგანიზებული აქციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



