|
2023-06-15 12:54:07, 969 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - 90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს წარმოადგენს - კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის
90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მისი კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთნ საუბრისას აღნიშნა, რაზე ესაუბრება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პოზნერს, მეოცეხარისხოვანია. "90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერსა და ნაციას გააჩნია ზოგადად. რაც შეეხება რუსეთის ინტერესებს, რუსეთის ფედერაციის ძალიან ბევრი ინტერესი გატარებული გატარებული აქვს "ნაცმოძრაობას" თავისი ტელევიზიებით და დღესაც ზუსტად იმ პოლიტიკას ატარებს, რაც მოსკოვს უნდა. ასე რომ, რა კომენტარი ჰქონდა ზურაბ აბაშიძეს 90 წლის პოზნერთან, ეს უკვე მეოცეხრისხოვანია",- ამბობს ვოლსკი. ცნობისთვის, გუშინ, 14 ივნისს "კიბერ კმარამ" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტის, მარკ ზილბერკვიტის სატელეფონო საუბარს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ზილბერკვიტი ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის მიხედვით, აბაშიძე ადამიანებს, რომლებმაც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტეს, "ზონდერებსა" და "პროვოკატორებს"უწოდებს.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



