|
2023-06-15 00:51:40, 774 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია
ჩვენ გვჭრდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. თუ [ევროკომისია] იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, ჩვენ ამაში დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ. როცა ევროპული საბჭო განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა მოხსნილია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“. კითხვაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკომისია იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომ სჯობს სისტემური მიდგომა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ არის საკმარისი. „ჩვენ არ გვაქვს ხისტი მიდგომა, ბოლომდე ვითვალისწინებთ ევროკომისიის პოზიციას და ვთქვით ასეთი რამ, მოდით ავიღოთ დრო, დეკემბერში ევროკომისია, ევროპული საბჭო იმსჯელებენ ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კანონის ამოქმედებას. ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედება პირველი მარტისთვის, მომავალი წლის პირველ მარტამდე ეს კანონი არ ამოქმედდება, თუ ევროკომისია და ევროპული საბჭო დაადასტურებენ თანხმობას ვენეციის კომისიასთან და თუ მოხსნიან ამ საკითხს რეფორმების გეგმიდან, თებერვალში, აქვე ვდებთ პირობას, ეს კანონი გაუქმდება. თუ პუნქტი დარჩება უცვლელი, მაშინ კანონი ამოქმედდება. მაშინ გამოდის, რომ სინამდვილეში ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას, იმიტომ, რომ დეოლიგარქიზაცია - თვითონ სიტყვაც უკვე ნიშნას პერსონალიზებულ მიდგომას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



