15:09 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 14:35:28, 904 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მოდიან „ნაციონალები“ რუბლებით, მერე ისვრიან, შემდეგ დედას ვაგინებთ, ისინი ირგებენ - ეს არის პოლარიზაცია

როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? როდესაც მოდიან "ნაციონალები" რუსული რუბლებით, მერე ისვრიან, მეორე "ნაციონალი" ამას ტაშს უკრავს, შემდეგ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს", ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლარიზაციის დასრულების საკითხთან დაკავშირებიით კარგი მინიშნება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

"ნაცმოძრაობა" თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა "ნაციონალები", ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ "ნაციონალებს, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც ხომ პოლარიზაციაა ეს ყველაფერი. რა ვქნათ?! როგორ უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში დეპოლარიზაცია. რა უნდა გავაკეთოთ? ვერაფერს ვერ გავაკეთებთ.

ძალიან კარგი მინიშნებაა პრემიერ-მინისტრისგან, რომ პოლარიზაციას დაასრულებს კანდიდატის სტატუსის მინიჭება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics