15:09 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 13:46:11, 1178 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს

„ქართული ოცნების“ მხრიდან არასდროს გაკეთებულა ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ანტიქართული განცხადებები უპირისპირდება ეროვნულ ინტერესებს.

„მაქსიმუმი კეთდება, მათ შორის, პრემიერის მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა არასდროს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიდგომა. აქედან გამომდინარე, საკუთარ განცხადებებში ჩაიხედონ და სწორად შეაფასონ ის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ. მათი ანტიქართული განცხადებები, რა თქმა უნდა პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics