|
2023-06-13 13:39:28, 998 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ საქართველო წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის
საქართველო თუ წელს მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება უდიდესი ბიძგი „ქართული ოცნების“ ისედაც მზარდი რეიტინგისთვის, უდიდესი წარმატება და 2024 წლის არჩევნებში კიდევ უფრო მყარი გარანტია "ქართული ოცნებისათვის", ამიტომ, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, სუბეიქტურადაც კი აწყობს ეს „ქართულ ოცნებას“, ნეიტრალური პოზიციიდანაც უნდა დავინახოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას არ სურს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, ვინაიდან მათი ლოგიკითაც კი, ეს ქვეყნის წარმატებასთან ერთად, მმართველი გუნდის წარმატებაც იქნება. „ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ ამის გაგონება ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობას სამწუხაროდ, იმიტომ რომ, მათი მსჯელობიდან და ლოგიკიდანაც კი გამომდინარეობს, რომ ისინი კატასტროფას ხედავენ ქვეყნის ამ წარმატებაში, რაც მათი აზრითაც ითარგმნება ქართული ოცნების წარმატებად. ამიტომაც არის რომ ისინი და შემთხვევით არ ვამბობ, მათი პატრონები, იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში პირად უბედურებას ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი ხანი ვერაფერს მოუხერხებენ. ამიტომ აგუებენ ახლა საზოაგდოებას იმ აზრს, რომ რეალურად, თავად რასაც აფუჭებენ, ამ გაფუჭებულს შესაბამისი შედეგი - კანდიდატის სტატუსის ვერმიღება რომ მოჰყვეს, შემდეგ ეს დააბრალონ „ქართულ ოცნებას“, ამით გამოიწვიონ ქაოსი, არეულობა, შეცვალონ ხელისუფლება და ასე გააგრძელონ ქვეყნის ომში ჩართვის ის გეგმა, რომელიც ახალი არ არის და წელზე მეტს ითვლის უკვე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



