|
2023-06-12 16:27:19, 799 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - ხელისუფლების მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში - შემოთავაზებული კანონპროექტი რუსული სულისკვეთებისაა!
საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე,- ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში და მისივე შეფასებით, შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა. "ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი, ეკონომიკის ნაწილია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. ისეთივე, როგორიც მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან საკვები პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დარგია. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში. ეს კანონპროექტი აფუჭებს სამეწარმეო გარემოს ქვეყანაში, რაც აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე - კიდევ მერამდენე გარე თუ შიდა ინვესტორი უკვე აღარც კი ფიქრობს, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო გამოსწორდება. პირიქით, უკან-უკან მიდის და საინვესტიციო ატმოსფეროს გაფუჭება მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში წელს დაგეგმილ 4-5%-იან ეკონომიკურ ზრდას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე. მსგავსი კანონპროექტები ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ეკონომიკის სუბიექტებს შორის სამართლიანი, დემოკრატიული პროცესების არსებობის ევროპულ პრაქტიკას. ეს კანონპროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და დარწმუნებული ვარ, ის შეფასდება, როგორც ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული. თუ ევროპისკენ მივდივართ, ჩახედოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპულ კანონმდებლობას ნებისმიერ დარგში და მიიღოს შესაბამისი სულისკვეთების კანონები. შემოთავაზებული კანონპროექტი კი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა. სულაც არ მიხარია, რომ ხელისუფლება ცდილობს, ნებით თუ უნებურად გაანადგუროს სამეწარმეო ეკონომიკური ატმოსფერო საქართველოში. არადა, საქართველოში შესაძლებელია მუდმივი 10-12 %-იანი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივად, ყოველწლიურად, რომ არა მსგავსი უაზრო მცდელობები, გაანადგურონ შიდა თუ გარე ინვესტორების სურვილი, ააშენონ ეს ქვეყანა!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)