|
2023-06-12 13:40:57, 894 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებია
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ. „საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან - განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



