|
2023-06-12 11:33:43, 846 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამთო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები წარმოადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას სამთო სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს სამთო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობები გააცნო. „დღესვე საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რესპუბლიკელები რუსეთთან საბრძოლველად 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვენ
დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, ქილერის მოძიება დაავალა
ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით დათვლილი წლიური ინფლაცია საქართველოში 5.7%-ის ფარგლებში ფიქსირდება
პაპუაშვილი – ბათუმის პროცესი მართლაც იქცა ქართულ ნიურნბერგის პროცესად
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



