|
2023-06-11 11:33:05, 847 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამგორის რაიონის დაარსებიდან 50 წლისთავი მიულოცა. „სამგორი ზეიმობს დაარსებიდან 50 წლისთავს. ერთ-ერთი ახალგაზრდა რაიონია ჩვენს უძველეს, ულამაზეს დედაქალაქში. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც და უშუალო ჩართულობით შედგა დღევანდელი საღამო, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ღონისძიების კონცეფციის განხორციელებაში, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი. საიუბილეო ღონისძიება საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. გამოიფინა სამგორის განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტო-მასალა. მოეწყო პროფესიული და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოფენო სივრცეები, აგრეთვე გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი მუსიკალური პროგრამით დაიხურა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფები - „რეგიონი“ და „რეზო და ბავშვები“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)