|
2023-06-10 11:35:48, 820 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ირაკლი ქარდავამ სტუდენტური ორგანიზაცია "ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საუბარი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სპეციფიკას შეეხო. „საჯარო ლექციაზე სისხლის სამართლის საქმეების კონკრეტული მაგალითები განიხილეს, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთან დისკუსიაც გაიმართა. შეხვედრის ბოლოს, პროკურორმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს საჯარო ლექციაში ჩართულობისთვისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. საჯარო ლექციაში მონაწილეობა 40-ამდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა თემებზე აქტიურად იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)