|
2023-06-09 22:24:46, 674 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კარგი იქნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭირვალე იყოს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭირვალე იყოს და საზოგადოება აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდეს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის მათი ფინანსური გამჭვირვალობა, თუ ვინ აფინანსებს აღნიშნულ ორგანიზაციებს, საიდან მოდის ეს თანხები. როდესაც დეპოლარიზაციაზეა საუბარი და ვხედავთ, რომ არა თუ დეპოლარიზაციის ხელშეწყობა, არამედ პირიქით, წახალისება ხდება, საინტერესოა ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, ვინც პოლარიზაციის პროცესში უშუალოდაა ჩართული? ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ეს ყველაფერი გამჭირვალე იყოს და საზოგადოებას ჰქონდეს მათ დამფინანსებლებზე ინფორმაცია - პარტია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



