|
2023-06-09 17:32:59, 858 ნახვა
პოლიტიკა
დარახველიძე ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლაზე - პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, საკანონმდებლო საფუძველი უნდა გვქონდეს
ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას,- ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ შსს მას სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდის. როგორც დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დეკანოიძემ ინფორმაციის გაცემისთვის ლეგიტიმური მიზანი უნდა წარადგინოს. "ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას. ჩვენ ვკითხეთ ხატია დეკნოიძეს, თუ რა ლეგიტიმური მიზანი არსებობდა იმის, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ და საჯარო გავხადოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ველოდებით პასუხს. როცა იქნება საკანონმდებლო საფუძველი და გვაქვს შესაბამისი რეგულაციები, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. ამიტომ, რა სამართლებრივი მოცემულობაც გვქონდა იმ კონკრეტული წერილიდან გამომდინარე, შესაბამისი პასუხი გაეცა ქალბატონ ხატიას. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, როცა გვექნება საკანონმდებლო საფუძველი, გავასაჯაროებთ",- ამბობს დარახველიძე. ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სადეპუტატო შეკითხვის ფარგლებში მოსთხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



