|
2023-06-09 17:16:18, 736 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შ. ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდება. თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად 2 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 35 ხე-მცენარე. რეაბილიტირდება 800 კვ. მ ფართობის სპორტული მოედანი. "დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 519 397 ლარია გამოყოფილი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი 99 551 ლარია გათვალისწინებული და პროექტს შპს „დოკასპორტი“ ასრულებს. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტი მათთან ერთად განიხილა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)