|
2023-06-09 17:14:21, 774 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ
ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას არ განიხილავენ, - ამის შესახებ ესტონეთი პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. როგორც კალასმა აღნიშნა, ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას დახმარებას აქტიურად უწევენ, თუმცა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია. "ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინას დახმარებას უწევს, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს სურვილი ჩაერიოს ამ ომში და გაგზავნოს თავისი სამხედროები უკრაინაში, მე არ მსმენია ასეთი გეგმის შესახებ", - განაცხადა კალასმა. შეგახსენებთ, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მიიღებს, ალიანსის წევრი ქვეყნების ნაწილი, შესაძლოა, უკრაინაში საკუთარი ჯარების გაგზავნისთვის მზად იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



