|
2023-06-09 13:32:19, 790 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს
ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დამსახურებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მინიჭებოდა. „ჩვენ დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭა საქართველოს გასულ წელს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში ეს პასუხი არ არსებობს. პირიქით, გვაქვს პასუხი ევროკომისიიდან, რომ ობიექტური კრიტერიუმებით, დამსახურების პრინციპით, რომელსაც ხშირად აჟღერებს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია, ანუ, თუ დამსახურებაზე დაყრდნობით იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. როდესაც დედაქალაქებში და ევროპულ ინსტიტუციებში ვკითხულობთ, რამ განაპირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, პასუხი სხვადასხვაა. ეს პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ეს აჩვენებს, რომ ამ თემაზე ობიექტური პასუხი არ არსებობს. იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და რთულია თქვა, რას დაეფუძნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



