|
2023-06-09 12:40:01, 782 ნახვა
პოლიტიკა
კალინდრა EU-ს სტატუსზე - საქართელოსთის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია - ვაგრძელებთ მუშაობას
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. კალიდრას თქმით, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. „კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან. როგორც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე თბილისში იმ კუთხით, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ამ გზას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა. ის მოუტანს ბევრ სარგებელს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. გაუხსნის საქართველოს გაცილებით მეტ შესაძლებლობას. უკვე თითქმის ერთი წელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ ძალიან გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა. ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებეს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს. პირველ რიგში, ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან . ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით ბატონ პრემიერს-მინისტრს ორშაბათშს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ“,- განაცხადა კალინდრამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



