|
2023-06-09 12:05:35, 1163 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება, ეს გარდაუვალია
მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ისტორიული რეალობა ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და სხვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არ არის,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს. პროპაგანდისტული მედია TASS-ის ცნობით, არძინბა ამბობს, რომ ჟენევის დისკუსიებზე განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და მოითხოვენ, რომ მას ხელი "ქართულმა მხარემ" მოაწეროს. არძინბას თქმით, საქართველო უარს ამბობს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს, რაც როგორც ე.წ. საგარეო მინისტრი ფიქრობს, არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის მხოლოდ "საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“. „აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, აფხაზეთის სტატუსი არ განიხილება არცერთ პლატფორმაზე. ჩვენ განვიხილავთ სრულიად განსხვავებულ საკითხებს სხვადასხვა პლატფორმებზე. თუ ვსაუბრობთ ჟენევის დისკუსიებზე, მაშინ განიხილება შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოვითხოვთ, ხელი მოაწეროს ქართულმა მხარემ“,- ამბობს არძინბა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის. "დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლის რგოლის შექმნით, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია კარგი ვარიანტი და კარგი შანსია. ამიტომ, ჩვენ ველით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ ქმედებებს [ამერიკის] მხრიდან და კიდევ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას",- განაცხადა არძინბამ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



