|
2023-06-08 23:51:50, 1186 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციური სპექტრი მოლოდინშია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე რევოლუციური პროცესი განვითარდეს
ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი მოლოდინშია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რათა შემდგომ რევოლუციური პროცესი განვითარდეს. „მთელი ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე განვითარდეს რევოლუციური პროცესი. ეს ხომ იცის დასავლეთმა და იმის მაგივრად, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაინც ამ მიმართულებით რატომ მიდის მუდმივად საუბარი. ხომ არ მეორდება ის სიტუაცია, როდესაც შენ არ შეგიძლია საქართველო შემოიყვანო ქოლგის ქვეშ, ანდა მეორე საკითხია, ეს ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მართლაც რევოლუციური პროცესი განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



