|
2023-06-08 23:44:31, 1061 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში
მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ პარტიას არც ფრენები გაუუქმებია და არც აღუდგენია "იგივე ეხება ვიზებს: სააკაშვილის პერიოდიდან მოდის ეს". „რა შეიძლება მოიტანოს სანქციების დაწესებამ, რასაც ითხოვენ? ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია და არ აღგვიდგენია. იგივე ეხება ვიზებს: სააკაშვილის პერიოდიდან მოდის ეს. რატომ აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს? ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ დაიქცევა ქვეყანა რეალურად, თვითონაც კარგად იციან. გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს ისეთი თემა, რომ შენ მუდმივად ჰყავდე ამ უსამართლო შენიშვნების ქვეშ, რათა სამომავლოდ გადაწყვეტილება მიიღონ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს სჭირდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას“, - აცხადებს ვოლსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



