|
2023-06-08 23:39:13, 1133 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ევროპა არ უნდა იყოს ის ფორმატი, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში შენ განცხადებას ვეტო ადევს
აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ინტელექტუალური გუნდია, რომელსაც შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპა არ უნდა იყოს ის ფორმატი, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში, ვეტო ადევს შენს განცხადებებს. „ეს პასუხები აღარ უნდა აღიქმებოდეს დაპირისპირებად ევროსტრუქტურებთან. შეიძლება ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, სადაც წერია, რომ კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც თურმე უნდა დავსაჯოთ და გამოვუცხადოთ სანქციები. ასეთ რეზოლუციას რომ მიიღებ, რატომ უნდა იფიქრო, რომ თავდახრილი პასუხს არ გაგცემენ? რაც მთავარია, ევროპა მართლაც არ არის ის ადგილი, ის ფორმატი არ უნდა იყოს, სადაც ყველა საკითხთან მიმართებაში, ვეტო ადევს შენს განცხადებებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



