|
2023-06-08 13:58:19, 738 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მხარდასაჭერი ქმედებების მიმართ თანადგომა გამოვხატოთ
უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენ კვლავ ვაწყდებით რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ორ რეგიონში. მიუხედავად ამ მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოსა, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც არ იყოს დაცული კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით და ამავდროულად, იდგეს ოკუპაციისა და მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობის გამოწვევის წინაშე მის ტერიტორიაზე. ეს ვითარება კი, ბოჭორიშვილის განმარტებით, საქართველოს უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს. „ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ევროპული უსაფრთხოება კვლავ რჩება რუსეთის აგრესიის გამოწვევის წინაშე და ცხადია, რომ უსაფრთხოებისა და ერთიანობის უზრუნველყოფა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ასევე აშკარაა, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტია მოითხოვს მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას და შენარჩუნებას ევროკავშირის სამეზობლოში. რუსეთის გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა უკრაინაში დამატებითი დაუცველობა შექმნა ჩვენს რეგიონში. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რჩება რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენ კვლავ ვაწყდებით რუსეთის უკანონო სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს ორ რეგიონში. ეს არის რეალობა, რომელიც საქართველოს უნიკალურ მდგომარეობაში აყენებს ევროპაში. არ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც არ იყოს დაცული კოლექტიური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგით, ოკუპაციისა და მეზობელი სახელმწიფოს უკანონო სამხედრო წარმომადგენლობით მის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამ მყიფე და დაუცველი უსაფრთხოების გარემოსა, საქართველო გამოხატავს სოლიდარობას და ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვხატოთ თანადგომა უკრაინის მხარდასაჭერი კოლექტიური ქმედებებისა და ძალისხმევის მიმართ და მკაცრად მივყვეთ ჩვენი პოლიტიკის იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ მოხდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)