|
2023-06-07 16:25:24, 739 ნახვა
საზოგადოება
„სიკეთე იწყება შენით!“ - 9 ივნისს, რესტორან „ბინა N37“-ში საქველმოქმედო საღამო გაიმართება
9 ივნისს, რესტორან "ბინა N37"-ში, სლოგანით "სიკეთე იწყება შენით!" საქველმოქმედო საღამო გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, საქველმოქმედო საღამო მიზნად ნინო ქათამაძის ფონდის საქმიანობის მხარდასაჭერად რესურსების მობილიზებას ისახავს. "ფონდი ზრუნავს 70-ამდე ბავშვზე, ლტოლვილებზე, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ფონდი უზრუნველყოფს მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, აწყობს მასტერკლასებს, ხელს უწყობს ნიჭიერი ბავშვების განვითარებას - მუსიკა, სახვითი ხელოვნება; ბავშვებს უტარდებათ სამედიცინო ოპერაციები და ა.შ. საღამო მოიცავს გასართობ პროგრამას, მათ შორისაა ნინო ქათამაძის სიმღერების შესრულება, მისასალმებელი სიტყვა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლების მიერ, ვახშამი უკრაინული სამზარეულოს პოპულარული რესტორნებისგან - Fork და Pan Varenyk და საღამოს დასასრულს, საქველმოქმედო აუქციონი. საქველმოქმედო თანხის საწყისი მოცულობა 200 ლარიდან იწყება და მთლიანად გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე GE77TB7493945067800006",- ნათქვამია უკრაინის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)