|
2023-06-07 14:54:10, 822 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ხვალ, ბრიუსელში ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად
ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა და რას აკეთებს 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. წითლიძეს თქმით, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართველი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს. "ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველოს ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის.საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12-პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად. ჩემი სათქმელი, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის არის იგივე, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია. როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას, ჩემი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი. პერსონული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ოლიგარქს და "ქართული ოცნების" ლიდერებს. თავისუფალი საარჩევნო გარემო არის ის, რაშიც გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება. საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული ხელისუფლებისგან. ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს",- წერს წითლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



