14:27 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 14:05:35, 841 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ

პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი და ნიკა მოსიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. 

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

"გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს. 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად. ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა - "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …" - ამას რატომ არ დაემორჩილეთ და არ დაიშალეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ",- წერს ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი, მთარგმნელი ლელა სამნიაშვილი
დააკავეს პირი რომელმაც სენაკში სამი ადამიანი დაჭრა
საქართველოში ამინდი გაუარესდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics