|
2023-06-07 13:27:33, 807 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია
თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლებაც. „თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართული მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კითხვას, რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



