|
2023-06-06 17:23:34, 908 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას
ვულოცავ ჩვენს დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობას. ვუსურვებ მათ ბედნიერ ცხოვრებას და საკუთარ სახლებში მალე დაბრუნებას,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქუთაისში, 480 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე. აზარაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში, დასრულდება ამავე კომპლექსში მდებარე, ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაც, სადაც ახალ ბინებს, კიდევ 320 ოჯახი მიიღებს. „საერთო ჯამში, ამ საცხოვრებელ კომპლექსში, 800 დევნილი ოჯახი იცხოვრებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩატარებული სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, რისთვისაც 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. „გასული წლის განმავლობაში, 3500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართი. უნდა აღინიშნოს, რომ 30 წლის განმავლობაში, წლების მიხედვით გადაცემული ბინების რაოდენობით, ეს რეკორდული რიცხვია. ჩვენ, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობს და მოგახსენებთ, რომ წელს,უკვე 1500 -ზე მეტმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი, ეს რიცხვი კი, წლის ბოლომდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2023 წელს, ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა 230 მილიონ ლარზე მეტია“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)