|
2023-06-06 14:52:59, 845 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ევროკავშირის დელეგაციის წევრებს შეხვდა
დელეგაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ატაშე საქართველოში კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორში ლიზი ვენვაიმელბიკი ხელმძღვანელობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის, ასევე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებს. ლიზი ვენვაიმელბიკის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ნაწილში საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით თვალსაჩინო პროგრესი აქვს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. როგორც ატაშემ აღნიშნა, ევროკავშირის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე, მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)