|
2023-06-06 14:00:37, 893 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მოლდოვაში იყო 45 ლიდერი, 5-6-მა ნახა ზელენსკი - ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა
იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ 10-მა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართულ ევროპის პოლიტიკურ ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, უკრაინის პრეზიდენტთან "ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა" "ძალიან მარტივად იყო საუბარი. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა იქ განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა ან 6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ და ეს იყო, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად",- განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვას, რას იზამდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასაუბრების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, პრემიერმა უპასუხა, რომ "ჩვეულებრივად მიესალმებოდა". შეგახსენებთ, მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში ევროპის პოლიტიკური ფორუმი 1-ელ ივნისს გაიმართა. ფორუმში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



