|
2023-06-06 14:02:01, 737 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით ბათუმში „გრემო 2023“ გაიმართა
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია ,,გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს. წელს ,,გრემოს’’ ფარგლებში როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები გაიმართა. ძირითადი თემები, რომლის გარშემოც აჭარაში მოღვაწე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი გაერთიანდა: ბათუმის გენ. გეგმის ხედვა, ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, სამშენებლო უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დაფინანსების შესაძლებლებობები იყო. “საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის"ორგანიზებით გამართული ღონისძიება „გრემო“ აერთიანებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიასა და სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგი ძირითადი საშუალებების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და მარტივი გზაა, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და საკმაოდ სოლიდური პორტფელი გაგვაჩნია. სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ამჯერად „გრემოს“ აჭარამ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა რეგიონმა უმასპინძლა. მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის ეს ნაწილი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია, სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები და ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნაც მზარდია. ღონისძიებამ მოგვცა პლატფორმა და შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ და აწ უკვე წარმატებულ პროექტებზე, ასევე კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, პროდუქტზე, რომელიც რეალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და დიდ ინტერესს იწვევს აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტები გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, სწრაფი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი დაფინანსების შესაძლებლობით, რაც ასე ძალიან სჭირდება სექტორს “- ნოდარ ბარბაქაძე, „თიბისი ლიზინგის“ საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი. Prospect-ის მიზანია, ყოვეწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, სწორედ ამ მიზნით, წელს გრემო-ს ღონისძიება თბილისშიც, უკვე მე-3ჯერ იგეგმება.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)