|
2023-06-06 12:57:35, 788 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - გვარამიას საქმე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა
გვარამიას საქმეზე ჩემგან ნუ ელოდებით კომენტარს. ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც თავისი აზრი, შეფასება და გამოძიების შედეგები დაიდო პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოების მიერ, შემდეგ სასამართლომ გადაწყვიტა ეს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. „მე არც ვიცოდი უზენაესში თუ არის მისი საქმე. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და ჩვენ არავითარი როლი არ გვაქვს ამ საქმეში, მაგრამ მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გვარამიამ, ისევე, როგორც კეზერაშვილმა, მაგრამ აქ შედარებით პატარა მასშტაბებია, 6 მილიონით გაძარცვა ტელეკომპანია "რუსთავი 2", 6 მილიონით, თუ არ ვცდები. ეს რაც ვიცი მედიისგან და საერთოდ საქმიდან", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



