|
2023-06-06 11:12:10, 715 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი რეალობას აცდენილია
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი რეალობასაა აცდენილი, როდესაც აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გასაღებს აღნიშნული პარტია ფლობს. როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია მომავალ არჩევნებში გაერთიანდება თუ არა, ქვეყანაში რადიკალიზმსა და ბოროტებას მომავალი არ აქვს. „რამდენად სწორია ხაბეიშვილს ვუპასუხო არ ვიცი. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებიდან იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია. მათზეა დამოკიდებული, რა ფორმით წარდგება ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებში - ცალ-ცალკე თუ ერთად. ერთი რამ ვიცი, ამ ქვეყანაში რადიკალიზმს, ბოროტებას მომავალი არ აქვს. ის, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა წარსულია, რომლის შემოქმედი გახლდნენ ის პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიად არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



