|
2023-06-06 11:03:56, 747 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე - დახარჯეს ფული, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილის იმიჯის გამყარებას ემსახურება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურმა ძალებმა უკვე სცადეს ფულის დახარჯვა ქვეყნის რეპუტაცია რომ შეელახათ სააკაშვილის თემით, რაც არ გამოუვიდათ და არც ამჯერად გამოუვათ. „ტელეკომპანია „ფორმულა“ აქ არაფერ შუაშია. იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობაში. ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბი-ბი-სის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება უამრავი გაუბედურებული ადამიანის შესახებ. ამ ყველაფრის შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი. ახლა კი, ეს ადამიანი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე. ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ, ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და მათ არაფერი გამოუვიდათ. იგივე იქნება ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



