|
2023-06-06 09:41:00, 857 ნახვა
პოლიტიკა
სახდეპი 2 ივნისს დაკავებულებზე - განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან
მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები ფუნდამენტური დემოკრატიისთვის,- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვედანტ პატელი საქართველოში 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებას. პატელის განცხადებით, განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან შეუსაბამოა. "ჩვენმა საელჩომ თბილისში ისაუბრა ამის შესახებ შაბათ-კვირას. მე გავიმეორებ მათ ნათქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ პირთა საქმეებს, რომლებიც დააკავეს 2 ივნისს მშვიდობიანი აქცისას პარლამენტის წინ. მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის ძირითადი უფლებები ფუნდამენტური დემოკრატიისთვის. განსხვავებული აზრისადმი ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებთან, რომელთანაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს შეუერთდეს",- ამბობს ვედანტ პატელი.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



