|
2023-06-05 11:16:22, 856 ნახვა
პოლიტიკა
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართეს. „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წვრის, გიორგი ლომიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესით და პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა იხელმძღვანელოს. "კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია",- განაცხადა ლომიძემ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



