|
2023-06-03 15:26:03, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს
სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს,- ასე ეხმიანება"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლება და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული მიხეილ სააკაშვილი. "პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პერეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ 2 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო. პრეზიდენტის თქმითვე, არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



