2023-06-03 13:03:09, 599 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ - სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ დაკავებულს და ვუერთდებით რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას
ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით,- ასე გამოეხმაურა პარტია „დროა“ გუშინ, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებას. როგორც პარტიაში აცხადებენ, "დროა" სოლიდარობას უცხადებს თითოეულ დაკავებულს და უერთდება დღეს საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას. „გუშინ, რუსულ ომონად ქცეული საქართველოს პოლიცია, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგაზრდებს. წაართვა, დაუხია პლაკატები და უკანონოდ დააკავა ათი ახალგაზრდა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების თავხედური თავდასხმა, თითოეული ჩვენგანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაზე რაც მონიჭებული გვაქვს დაბადებით, საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. ეს არის თავხედური თავდასხმა რომელსაც სჭირდება პასუხი. ისინი გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის რაც მათ უნდათ, პლაკატზე შეგვიძლია დავაწეროთ მხოლოდ ის რაც მათ მოსწონთ, არა! ჩვენ ვიტყვით იმას, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. პლაკატზე დავწერთ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ დავწეროთ. ერთადერთი სწორი პასუხი არის, დღეს, 21:00 საათზე, ბევრი ხალხი რუსთაველის გამზირზე, ბევრი საპროტესტო პლაკატით. პოლიტიკური პარტია "დროა" სოლიდარობას უცხადებს თითოეულ დაკავებულს და უერთდება დღეს საღამოს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას. მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მნიშვნელოვანია, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. მოდით საღამოს 21:00 საათზე პარლამენტის შენობასთან, ერთად დავიცვათ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება. არა რუსულ რეჟიმს!“,- განაცხადა პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა ლემონჯავამ. ცნობისთვის, დღეს, 3 ივნისს 21:00 საათზე პარლამენტთან აქცია "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" გაიმართება, სადაც მოქალაქეები 2 ივნისს პარლამენტთან ბანერების გამო აქტივისტებისა და უფლებადამცველების დაკავებას გააპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივნისს, პარლამენტთან აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო 10-მდე მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. აღსანისნავია რომ დაკავებულებს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჰერცოგი - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ
იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით, 1 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შატაკიშვილი - „ქართული ოცნების“ პრაგმატულად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკური გაძლიერება შეუქცევადია
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში 130 რაკეტა გაუშვეს
|
ომი უკრაინაშიპესკოვი - რუსეთის ძალები კურსკის რეგიონზე კონტროლს დროულად აღადგენს
ლაიენი - ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 70 „შაჰიდიდან“ 61 ჩამოვაგდეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ჰეზბოლას“ პეიჯერებში ჩადებულმა ბომბებმა გაანადგურეს კომუნიკაციები და გამოავლინეს ათასობით მოხალისე მებრძოლი
მთავარი თემა
|