14:17 - 15 Nov, 2026
|
2023-06-03 12:06:33, 1133 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება. შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე არჩევნების ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



