|
2023-06-02 22:58:37, 936 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სააკაშვილს უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო
მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France24-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის შედეგი, რაც სააკაშვილის გარშემოა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დადგა. "ჰო, მე ვიცი ეს, მაწუხებს ეს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. მაგრამ ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ნამდვილად არ არის [ის საკითხი] რომელიც ამ ზიანს შეცვლის. მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] უნდა მოეპყრონ ისე, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდადებულ პრეზიდენტს მსოფლიოს გარშემო. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელიც ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



