|
2023-06-02 17:05:31, 909 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვილზე - შეცვლილი რიტორიკა ბევრად უფრო ადეკვატურია
შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი "ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებულ" რიტორიკას განაგრძობს. "შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს",- განაცხადა წულუკიანმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



