|
2023-06-02 16:26:41, 565 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დამყარებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. "შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს საზღვაო შენაერთებისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საპორტო ვიზიტების მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაესვა მხარეებს შორის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. ელჩმა დადებითად შეაფასა მიმდინარე წლის იანვარში “საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მარკ კლეიტონს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა უფლებები შეუზღუდა ოცნების რეჟიმმა 2025 წელს მოქალაქეებს
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეს შევიდა ძალაში, რამაც შესაძლოა საქართველოზეც იმოქმედოს
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე თავდასხმების რეკორდი დაამყარა
ზელენსკი: უკრაინას არ შეუძლია უბრალოდ დათმოს თავისი ტერიტორიები
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)