07:19 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 16:22:15, 639 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დელეგაციას შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი ეკონომიკურ საკითხებში ჰელენ ბუდლიგერი ხელმძღვანელობდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ შვეიცარიასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, როგორც სოფლის მეურნეობის ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობის საკითხი  და  ჰელენ ბუდლიგერს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.

როგორც შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულების მნიშვნელობის საკითხს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics