|
2023-06-02 15:54:04, 769 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, სახურავის რეაბილიტაცია 24 მისამართზე დასრულდა, 20-ზე კი მიმდინარეობს
გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პროგრამით, სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე დასრულდა, მათ შორის, ზარზმის N19 კორპუსსა და ლაგურაშვილის N1 კორპუსებში. ჯამში, 24 მისამართზე დასრულებული სამუშაოებისთვის 537 978 ლარი დაიხარჯა. „ამ ეტაპზე, სამუშაოები 20 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, მუხიანის II მიკრორაიონის N11 და გლდანის I მიკრორაიონის N21 კორპუსში. მიმდინარე სამუშაო პროცესს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და გამგეობის მიერ 100%-ით ფინანსდება. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% - 10 % -ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)