13:47 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 15:31:39, 650 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კაკაურიძე - უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას

უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას,- ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უკრაინის მიერ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანას.

კაკაურიძის თქმით, Georgian airways-ის დასანქცირება ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მოუტანს.

"უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. ეს ერთი, მერე მეორე Georgian airways და ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციები და ამის გამო დაასანქცირებენ ეს არ არის კარგი, თუმცა ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება როგორიც არის Georgian airways, რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილებას არ ვიცი, ვის უკან რა დგას და მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს კომპანიების მიერ",- განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივნისს, უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

გარდა ამისა, სიაში შეყვანილია ასევე  პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია.

მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
2025 წელი - რეჟიმის მიერ მტრად გამოცხადებული მედია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი