|
2023-06-01 22:33:50, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ტობიას ელვუდი ღარიბაშვილზე - მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას
ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ტობიას ელვუდი ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ელვუდიმ აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს სჭირდება, რომ დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. "ვფიქრობ, თქვენი პრემიერ-მინისტრი ცდილობს, ერთდროულად ორივე მხარეს სვლას. მას სჭირდება, დადგეს სიმართლის მხარეს იმის ნაცვლად, რომ ორივე მხარეს ეცადოს პოზიციონირებას. იკვეთება პრეზიდენტ პუტინის იმპერიალისტური ზრახვები და ის ცდილობს, რომ დასავლეთის ერთიანობა გატეხოს, როცა საქმე ეხება უკრაინისადმი მხარდაჭერას. მე მაქვს მარტივი შეკითხვა პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით: თუ რუსეთი მოახერხებს უკრაინაში ტერიტორიების შენარჩუნებას, სად წავა ის შემდეგ? რა თქმა უნდა, თავს დაესხმება საქართველოს, ამიტომ მე ვთხოვ პრემიერმინისტრს რომ გადაიაზროს თავისი განცხადება", - განაცხადა ტობიას ელვუდიმ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



