|
2023-06-01 21:12:17, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ვალერი კვარაცხელია - ვიღაცა სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია
ვიღაცას სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია, უფრო სწორად, ტრაგიკომედია, - ასე გამოეხმაურა "საქართველო-რუსეთის" მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია უკრაინის მიერ მისი შვილის კომპანიისა დასანქცირებას. როგორც ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, უკრაინა უკვე განადგურებულია "საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელების გამო". "ვიღაცა სანქციას რომ მადებს, ეს არის უკვე კომედია. უფრო სწორად, ტრაგიკომედია, იმიტომ, რომ უკრაინა დასანქცირებული კი არ არის, უკვე განადგურებულია - საკუთარი ხელისუფლების აბსოლუტურად სულელური და მავნებლური საქციელის გამო. უკრაინა დაღუპეს, მიწასთან გაასწორეს და ახლა სხვას უწესებს სანქციას, ნუ, რავიცი, აბა. ვის აინტერესებს დღეს უკრაინა. საქართველოს როგორ ასანქცირებს უკრაინა, ეგ მაინტერესებს. რას იზამს მერე, რა არის ეს სანქციები?", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



