|
2023-06-01 18:39:44, 888 ნახვა
საზოგადოება
ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. პროკურატურის თანამშრომელთა სახელით, ცენტრს საკანცელარიო და ოთახის აქსესუარები, ასევე რბილი სათამაშოები და ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა ნივთები გადაეცა. ნათია მერებაშვილმა, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსს, ინდირა რობაქიძეს ცენტრში სექსუალური ძალადობი მსხვერპლ ბავშვებთან საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკაზე, შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. თავის მხრივ, ინდირა რობაქიძემ საქართველოს პროკურატურას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პროკურატურა, მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)