08:54 - 18 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 17:07:56, 931 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინამ Georgian Airways, თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროა" ავრცელებს.

"დროას" ცნობით, სიაში შეყვანილია ასევე  პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია.

გარდა ამისა, უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში ასევე ქართველი მხატვარი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელიც შეიყვანა.

როგორც პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზურაბ წერეთელის სიაში შეყვანის მიზეზი რუსული აგრესიის მხარდაჭერა გახდა.

"მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით. ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას",- ვკითხულობთ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა.

პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა - არის მსხვერპლი
ჩეხეთის პრემიერი - ორბანის „სამშვიდობო მისია“ მხოლოდ პუტინს ეხმარება
სააკაშვილი ივანიშვილის გამოსვლაზე - ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს
გახარია - „ოცნება“, რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, გლობალური ომის პარტიის სახით წარმოსახვით მტერს დასდევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics