|
2023-06-01 15:08:54, 714 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო მერქნული რესურსების მდგრადი გამოყენების ახალ მოდელზე გადადის
საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რაც იძლევა ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობას და სრულ თანხვედრაშია საერთაშორისოდ აღიარებულ მდგრადი გამოყენების პრინციპებთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ახალ მოდელზე გადასვლა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ტყეების მდგრად მართვას და ბიომრავალფეროვნების დაცვას. „შემუშავებული მეთოდოლოგიის საჯარო განხილვა პროექტის „მდგრადი განვითარება და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ამოქმედდება საქართველოს ტყის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება, რაც გულისხმობს სპეციალიზებული ორგანოს მიერ მერქნული რესურსების დამზადებას, დახარისხებას და საქმიან ეზოებში დასაწყობებას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა სათბობი მერქნული რესურსების შეძენას მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან შეძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)